logo
ENG



ფონ კრამონი: ძალიან იმედგამაცრუებელია, რომ პოლიტიკურ ელიტას ქაოსის დასრულება არ სურს

02 აპრ 202109:54
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში შექმნილ კრიზისს ეხმაურება, იმედგაცრუებას გამოხატავს და ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობა სასწრაფო გამოსავალს იმსახურებს. 

"ეს ევროპარლამენტარების წამყვანი დეპუტატების ნათელი განცხადებაა საქართველოს ამჟამინდელ კრიზისზე. ჩვენთვის ყველასთვის, საქართველოს მეგობრებისთვის ევროპარლამენტში ძალიან იმედგამაცრუებელია, რომ პოლიტიკურ ელიტას ამ ქაოსის დასრულება არ სურს. საქართველოს მოსახლეობა სასწრაფო გამოსავალს იმსახურებს"  - დაწერა ფონ კრამონმა ტვიტერზე. 

საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 

ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს. 

მათი განცხადებით, ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, პასუხისმგებელია ამ შედეგზე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი სახელისუფლებო პარტიას ეკისრება. 


close დახურვა